თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულ „ბავშვის უფლებათა კოდექსთან" დაკავშირებით, საკანონმდებლო ორგანოს მოსაზრებები წარუდგინა.
"საია მიესალმება „ბავშვის უფლებების შესახებ" კონვენციით გარანტირებული უფლებრივი სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით ზოგადი სამართლებრივი საფუძვლის შექმნას, თუმცა, აღნიშნავს, რომ წარმოდგენილი კანონის პროექტი სრულად ვერ პასუხობს იმ საკანონმდებლო პრობლემებს, რომლებიც განსაზღვრა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ. სწორედ ამიტომ, საჭიროა ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებით ფართო დისკუსია და საკითხების დეტალური რეგულირება.
„შესაბამისად, მართალია ბავშვის უფლებათა კოდექსი და მისი თანმდევი კანონპროექტები ადგენენ ბავშვის უფლებათა უფლებების დაცვის მნიშვნელოვან სტანდარტებს, თუმცა ვფიქრობთ, რომ დამატებით მუშაობას საჭიროებს ის პროცესუალური გარანტიები, როლებიც უზრუნველყოფენ ამ სტანდარტების რეალიზებას", - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „აღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ შენიშვნათა გათვალისწინება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საკანონმდებლო პაკეტს, უზრუნველყოფს ბავშვის უფლებათა დაცვის გარანტირების შექმნას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას. შესაბამისად, ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებს წარმოდგენილ შენიშვნებს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი