თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) აქვეყნებს მოსაზრებას „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ" კანონში ცვლილებების თაობაზე, რომლის თანახმადაც, ეროვნული უსაფრთხოების საბჭო პრემიერ-მინისტრის სათათბირო ორგანოდ ყალიბდება.
„წარმოდგენილ კანონპროექტში პრობლემას წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტის
მონაწილეობის ფორმა უსაფრთხოების საბჭოს საქმიანობაში და ასევე პრემიერ-მინისტრის მიერ უსაფრთხოების საბჭოს მდივნის არჩევის წესი", - აღნიშნულია TI-ს მიერ მომზადებულ დოკუმენტში, - „პრეზიდენტის მნიშვნელვანი ინსტიტუციური როლის გათვალისწინებით, კანონმა უნდა დაადგინოს უსაფრთხოების საბჭოს ვალდებულება და არა უფლება პრეზიდენტს მიაწოდოს ინფორმაცია საბჭოს მიერ განსახილველი თემებისა და მიღებული
გადაწყვეტილების შესახებ; საქართველოს პრეზიდენტს უნდა ჰქონდეს უფლება სურვილის შემთხვევაში საკუთარი ინიციატივით დაესწროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომებს".
რაც შეეხება მდივნის დანიშვნის საკითხს, TI მიიჩნევს, რომ „საქართველოში არსებული პოლიტიკური კულტურის გათვალისწინებით, მოქმედი მინისტრის საბჭოს მდივნად დანიშვნამ შესაძლოა პრობლემა შექმნას კოალიციური მთავრობის პირობებშიც. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრემიერ-მინისტრი კანონით არ უნდა იყოს შეზღუდული, რომ უსაფრთხოების საბჭოს მდივნად აუცილებლად საბჭოს რომელიმე წევრი დანიშნოს".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი