თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველომ ბლოგპოსტი – „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის არასაწორად განსაზღვრული პრიორიტეტები" – გამოაქვეყნა. ორგანიზაცია განმარტავს, რომ ყოველი წლის 1 მარტს იწყება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ფორმირების პროცესი და ყურადღებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტზე ამახვილებს. ბლოგპოსტში ნათქვამია, რომ ზუგდიდის 2013 წლის ბიუჯეტის მხოლოდ 4%-ია მიმართული სოციალურ პროგრამებზე და ისინიც არასწორად არის დაგეგმილი. „საქართველოს მთავრობამ დაიწყო ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა, რაც ცალსახად პოზიტიური ინიციატივაა, თუმცა ვფიქრობთ, რომ რეფორმის ეფექტურად იმპლემენტაციისა და დასრულებისთის მნიშვნელოვანია ადგილობრივი თვითმმართველობის პერსონალის შესაბამისი მომზადება, რათა მათ ზუსტად შეასრულონ მათზე რეფორმის შედეგად დაკისრებული ახალი ფუნქციები და ვალდებულებები. ახალ ფუნქციებს შორის უმთავრესი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვა და პრიორიტეტების განსაზღვრა იქნება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში