თბილისი. 21 მარტს, ადამიანის უფლებათა ცენტრმა თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საკონფერენციო დარბაზში ფილმის - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები" პრეზენტაცია გამართა.
„ფილმი - „სამართალდამრღვევი სამართალდამცავები" პოლიციელთა უფლებამოსილების გადამეტებისა და ძალადობის ფაქტებს ასახავს.
ფილმი არასამთავრობო ორგანიზაციების: ადამიანის უფლებათა ცენტრის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის მიერ მოწოდებულ ფაქტებს და შეფასებებს ეყრდნობა და მასში დაზარალებულთა ისტორიებია ასახული, რომლებიც პოლიციელთა მიერ არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები გახდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში