თბილისი. კოალიციის მიმართვა ვენეციის კომისიისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ბიუროსადმი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კანონპროექტთან დაკავშირებით.
„კოალიციას სურს, თქვენი ყურადღება გაამახვილოს მდგომარეობის სიმწვავეზე. წერილობითი მოსაზრებები, ეფუძნება ჩვენ მრავალწლიან გამოცდილებას, საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესისა და მართლმსაჯულების რეფორმის მრავალი ტალღის დაკვირვებასა და ანალიზს.[1] ამ მომართვის მიზანია, გააცნოს ვენეციის კომისიას ის ზოგადი კონტექსტი, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების შეფასება და შესთავაზოს იმ კონკრეტული საფრთხეების დეტალური განმარტება, რომლებსაც პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ქმნის", ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge