en
ge

EMC სოციალურ მუშაკებს მხარდაჭერას უცხადებს

თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC), რომელიც, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, სოციალურ მუშაკებსა და „სოციალური მომსახურების სააგენტოს" შორის მოლაპარაკებებში იყო ჩართული, განცხადებას ავრცელებს.
„EMC სოლიდარობასა და მხარდაჭერას უცხადებს სოციალურ მუშაკებს მათი და მოწყვლადი სოციალური ჯგუფების უფლებებისთვის სამართლიან ბრძოლაში. ამავე დროს, მოუწოდებს:
საქართველოს მთავრობას - დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება სოციალურ მუშაკთა სამართლიან მოთხოვნებზე, მათ შორის დროულად მოიძიოს შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები გადაუდებელი პრობლემების აღმოფხვრის მიზნით, ხოლო გრძელვადიანი პრობლემების გადაჭრისთვის წარმოადგინოს სამოქმედო გეგმა, მათი შესრულების ვადების განსაზღვრით;
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს - დაუყოვნებლივ დაიწყოს სოციალური სერვისებისა და სოციალური მუშაობის გადააზრება, შესაბამის კვლევებზე დაყრდნობითა და დარგის სპეციალისტების მონაწილეობით დაგეგმოს ამ სფეროს გარდაქმნისთვის საჭირო რეფომრების გატარება, მათ შორის ახალი სერვისების შექმნა;
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს" - უზრუნველყონ თანამშრომელთა გაფიცვის უფლების რეალიზების სრული და განუხრელი დაცვა, რაც მათ შორის უნდა გამორიცხავდეს დასაქმებულთა მიმართ ყევლა სახის ზეწოლის განხორციელებას, მათ შორის მათ დაშინებას სამსახურიდან გათავისუფლების, დისციპლინური თუ სხვა სახის პასუხისმგებლობის დაყენების მუქარის სახით და დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება ყველა მსგავს შემთხვევაზე", - ვკითხულობთ განცხადებაში.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023