აჭარა. 25 მარტს, ორგანიზაციის მოხალისე, მეგი ხოზრევანიძე ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ისაუბრა თემაზე: არჩევანის თავისუფლება.
„ხშირად მოზარდები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილებები და მარტივად თმობენ იმ ოცნებებს, რომელიც ბავშვობიდან უყალიბდებათ. დისკუსიის მიზანი იყო ამ კუთხით მოზარდების ცნობიერების ამაღლება და მათი შეხედულებების გაზიარება", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში