თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) და „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებენ მოკლე ინფორმაციას მართლმსაჯულების რეფორმის „მესამე ტალღის" შესახებ.
„მართლმსაჯულების რეფორმის "მესამე ტალღის” ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემის გაუმჯობესების კუთხით", - ვკითხულობთ ამ ინფორმაციაში, - „კანონმდებლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებების მიუხედავად, ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე, სხვადასხვა პროცესზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ კანონმდებლობაში განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულება არ მოჰყოლია. კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ხარვეზები და გამოწვევები ამ დრომდე რჩება".
წყარო: https://idfi.ge