en
ge

„ბავშვთა დაცვა უპირველესი საზრუნავია“

კახეთი. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციამ" პროექტის „ბავშვთა დაცვა უპირველესი საზრუნავია” ფარგლებში შეხვედრა გამართა. 
ეკა ონიკაძე, „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციის" წარმომადგენლის ეკა ონიკაძის თქმით, „პროექტი ითვალისწინებს  ბავშვთა ხელმისაწვდომობის გაზრდას ქვეყანაში მოქმედ სოციალურ და სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში. შეხვედრაზე ყურადღება გავამახვილეთ სახელმწიფოს სადაზღვევო პროგრამებზე. სადაზღვევო კომპანიებს, რომლებსაც ბავშვები ჰყავთ დაზღვეული, უკვე მიმართა რამდენიმე ოჯახმა პრეტენზიით, რადგან მათი რეგისტრაციის ადგილი არ ემთხვეოდა საცხოვრებელ ადგილს და ვერ სარგებლობდნენ ამბულატორიული დახმარებით”.
პროექტი დაფინანსებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EVMI) „საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში’’ (G-PAC) პროგრამის,  მოქალაქეთა ადვოკატირების გრანტების ფარგლებში.




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)