გურია. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა სემინარი „თანამედროვე პოლიტიკურ-იდეოლოგიური ორიენტირები", რომელსაც ლიდერთა სკოლის ალუმნები ლევან სიხარულიძე და ზურა თავართქილაძე უძღვებოდნენ.
„სემინარზე საუბარი წარიმართა იდეოლოგიური ტერმინების შექმნის ისტორიაზე. მიმოხილულ იქნა მემარჯვენეობა-მემარცხენეობის ისტორიული კონტექსტი, ყურადღება გამახვილდა პოლიტიკურ სისტემათა ტიპების- ავტორიტარიზმი, ლიბერტარიანიზმი, მემარჯვენეობა და მემარცხენეობა დღევანდელი მნიშვნელობისა და მათი ეფექტურობის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში