იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა, თერჯოლის მუნიციპალიტეტის, სოფელ ჭოგნარის საჯარო სკოლაში პედაგოგებისა და მოსწავლეებისათვის გამართეს საინფორმაციო შეხვედრა გენდერული თანასწორობის და საქართველოს და ევროკავშირის თემაზე.
„შეხვედრის მიზანი იყო მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობის, ნაადრევი ქორწინების, მასთან დაკავშირებული რისკების, ოჯახში ძალადობის პრევენციის, ევროპული ფასეულობების და დასავლური ღირებულებების, საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში