გურია. 27 მარტს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის (აპკ) ინიციატივით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შრომის საჯარო სკოლაში (აპკ პარტნიორი სკოლა) გიორგი კეკელიძის საჯარო ლექცია გაიმართა „მოქალაქე და ლიტერატურა".
„ლიტერატურა შესაძლოა საკუთარი ცხოვრების გაანალიზების საშუალებად ვაქციოთ. როდესაც ვუფიქრდებით სხვადასხვა პერსონაჟების ცხოვრებას, ბევრ სიმართლეს ვხედავთ და ჩვენი არჩევანი განპირობებულია ორი მნიშნელოვანი მოცემულობით: ვიცოდეთ და კარგად გვესმოდეს სამოქალაქო კოდექსი და თავისუფლად ვკითხულობდეთ ლიტერატურას", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში