სამეგრელო. 25-26 მარტს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდულ ცენტრს დმანისის ახალგაზრდული ცენტრის წევრი, გიორგი არჩემაშვილი ეწვია.
„გაცვლითი პროგრამის თემა იყო „ჯანსაღი ცხოვრების წესი", რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდებმა აიმაღლეს ცნობიერება ამ თემაზე და შეასრულეს სხვადასხვა სავარჯიშო. ორ დღიანი ტრენინგის დასასრულს, ახალგაზრდებმა შექმნეს პოსტერი „ჯანსაღ სხეულში - ჯანსაღი გულია" და ქალაქის ცენტრში საინფორმაციო ფურცლები დაარიგეს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში