თბილისი. „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" ორგანიზებით თბილისსა და რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების გაძლიერების მიზნით 14-დან 20 მარტის ჩათვლით შშმ პირთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებს სასტუმრო „დიდუბე პლაზაში" სამი ტრენინგი ჩაუტარდათ.
ტრენინგები შემდეგ საკითხებს ეხებოდა: საპროექტო განაცხადის მომზადება, ფონდების მოძიება და პროექტების მართვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების მონიტორინგი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების ადვოკატირება. ტრენინგში მონაწილეობა 32 ორგანიზაციის წარმომადგენლება მიიღეს.
წყარო:disability.ge