თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) კვლევის „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის აქტუალური საკითხები" პრეზენტაცია გამართა.
„კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, კვლევაში გაანალიზებულია ოჯახში ძალადობის, ოჯახური დანაშაულებისა და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე სახელმწიფოს რეაგირების ეფექტიანობა. კვლევის მიზნებისთვის, საიამ შეისწავლა და შეაფასა სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების, ასევე პროკურატურისა და სასამართლოს მიდგომების, მოძალადეებისა და ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული სერვისები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge