კახეთი. თელავში „სამოქალაქო დასაქმებისა და განვითარების ცენტრმა" საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად ტუბერკულოზის წინააღმდეგ აქცია გამართა.
აქციის ფარგლებში მონაწილეებმა ქალაქის სამ ადგილას: მოედანზე, აგრარულ ბაზართან დასახელმწიფო უნივერსიტეტთან, საინფორმაციო ფლაერები დაარიგეს, სადაც მითითებულია ინფორმაცია ტუბერკულოზის თავიდან აცილებისა და მისი მკურნალობის შესახებ.