თბილისი. 2019 წლის 26-29 მარტს, საქართველოს სახალხო დამცველის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი „გენდერული თანასწორობა შრომით უერთიერთობში". ტრენინგი მიზნად ისახავდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლებას ქალთა ეკონომიკური გაძლიერების პრინციპების, შრომით ურთიერთობებში გენდერული დისკრიმინაციის რეგულირების და შრომითი კანონმდებლობის ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების გაცნობას.
ტრენინგს ესწრებოდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებისა და გაერთიანების წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი