„საქართველოს დემოკრატიულმა ინიციატივამ" საქართველოს ქალაქებში დაიწყო ონლაინ პლატფორმა „სამოქალაქო განათლება ყველასთვის" პრეზენტაციების ახალი ციკლი.
„Civiceducation.ge სამოქალაქო განათლების ონლაინ სახელმძღვანელოა, რომელიც შეიქმნა გასულ წელს და 2018-2019 სასწავლო წელს სრულად გაეშვა, რაც სამოქალაქო განათლების სწავლების პროცესში მნიშვნელოვან დახმარებას უწევს როგორც პედაგოგებს, ისე მოსწავლეებს.
2018-2019 სასწავლო წელს ვებ-რესურს, რომელიც ამჟამად სამი თავისგან შედგება, დაემატება მეოთხე, ახალი თავი - „მე, ოჯახი და საზოგადოება", რომელიც მოიცავს ისეთ საკითხებს როგორიცაა პირადი ცხოვრების უფლება, გენდერული როლები ოჯახში და სხვადასხვა სახის ურთიერთობები, ოჯახური ძალადობა და მისი პრევენცია და სხვა", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში