en
ge

MDF და ALPE „რუსთავი 2”-ს პროფესიული სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდებენ

თბილისი. მედიის განვითარების ფონდი (MDF) და ფონდი ALPE ტელეკომპანიას „რუსთავი 2"-ს მოუწოდებენ დაიცვას პროფესიული სტანდარტები. ამის შესახებ განცხადება ორგანიზაციებმა 27 მარტს გაავრცელეს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ „რუსთავი 2"-მა დაარღვია ჟურნალისტური ეთიკისა და ქცევის სტანდარტები, ასევე მაუწყებლის ქცევის კოდექსი. ორგანიზაციების შეშფოთება გამოიწვია 26 მარტს საინფორმაციო პროგრამა „კურიერის" 15, 18 და 21 საათიან გამოშვებებში გასულმა სიუჟეტმა, რომელიც მიმდინარე წლის 20 მარტს მეუღლის მიერ ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლული ქალბატონის შემთხვევას ეხებოდა. 
მედიის განვითარების ფონდი და ფონდი ALPE მოუწოდებენ ტელეკომპანიას პატივი სცეს პირის რეპუტაციას, თავი შეიკავოს ჭორებისა და ემოციურ ფონზე გაკეთებული შეფასებების ტირაჟირებისგან და დაიცვას მაუწყებელთა ქცევის კოდექსი და პროფესიული სტანდარტები.
წყარო: media.ge



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)