თბილისი. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის საქართველოს ცენტრის (GCRT) ინიციატივით, ფსიქოლოგმა, ელენე ქორიძემ და სოციალურმა მუშაკმა, ქეთი ალავერდაშვილმა თბილისის რამდენიმე სკოლაში და ორგანიზაცია „SOS ბავშვთა სოფელში" მოზარდთათვის თანასწორთა განათლების ტრენინგები ჩაატარეს.
„შეხვედრები ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „დანაშაულის პრევენციის გაუმჯობესება ანტისოციალური ქცევის მქონე და კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის" ფარგლებში გაიმართა. ტრენინგებზე საუბარი იყო შემდეგ საკითხებზე: თანასწორთა განათლების არსი, როლი და მნიშვნელობა; ვინ არის თანასწორგანმანათლებელი; რა არის თანატოლთა ზეგავლენა და ასერტული ქვევა; ბულინგის მნიშვნელობა, ფორმები და მასთან გამკლავება და ა.შ", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)