აჭარა. 27 მარტს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ" და თვითმმართველ ქალაქ ბათუმის მერიამ ღია კარის დღე გამართა, სადაც წარმოადგინეს თვითმმართველ ქალაქ ბათუმის 2014-1017 წლების პრიორიტეტები. შეხვედრაზე განიხილეს ხუთი ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება, კერძოდ - ქალაქის ეკონომიკური განვითარება; საქალაქო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია; განათლება; კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი; მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. აღნიშნული შეხვედრა, მიზნად ისახავდა ინფორმაციის მომზადებას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროსათვის. ასევე, დოკუმენტი წარედგინება თვითმმართველ ქალაქ ბათუმის საკრებულოს.