აჭარა. 25-29 მარტს, ბათუმის ახალგაზრდული ცენტრის მოხალისეებმა - ლილუ ნიჟარაძემ და დავით ჩალიგავამ, ბათუმის მე-16 საჯარო სკოლაში, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე: „ჯგუფური მუშაობის უპირატესობები" და „დროის ეფექტურად მართვა". „ტრენინგზე ისაუბრეს გუნდური მუშაობის თავისებურებებზე, დროის მნიშვნელობაზე და მის ეფექტურად განაწილებაზე. მონაწილეებმა გამოცადეს თავიანთი უნარები ჯგუფურ მუშაობაში და დროის ეფექტურ მართვაში, ასევე, ტრენინგის დასასრულს, დააფიქსირეს თავიანთი მოსაზრებები", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)