თბილისი. გასულ წელს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საზოგადოებას წარუდგინა კვლევა „რეაბილიტაციის პროცესი ფასადს მიღმა". მისი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ისტორიული ნაწილების რეაბილიტაციის პროცესში თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებული ორი ააიპის -„ძველი ქალაქის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდისა" და „თბილისის განვითარების ფონდის" მონაწილეობასა და წლების განმავლობაში ფონდებში თბილისის ბიუჯეტიდან გადარიცხულ თანხებს ეხებოდა.
აღნიშნული კვლევის გამოქვეყნების შემდეგ, საიამ გააგრძელა მუშაობა ამ მიმართულებით. 27 მარტს საიამ გამოაქვეყნა დამატებითი ინფორმაცია, რომელიც თბილისის განვითარების ფონდში, თბილისის ბიუჯეტიდან 2011 წლის 5 ივლისიდან დღემდე გადარიცხული თანხებს ეხება. „თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით მითითებულ პერიოდში გადარიცხული თანხა 265 988 008 ლარს შეადგენს.
შესაბამისად, 2005 წლიდან დღემდე, თბილისის მთავრობის მიერ დაფუძნებულ ორივე ფონდში ჯამში სულ 633 247 259 ლარი იქნა გადარიცხული", – ნათქვამია საიას ინფორმაციაში
სურალად
წყარო: gyla.ge