თბილისი. ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ეხმიანება, ამა წლის 26 მარტს, საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტის განხილვას და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს. ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები შეუსაბამოა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას.
„კოალიციამ ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, ბავშვთა კოდექსის მეორე ვერსიასთან დაკავშირებით ვრცელი რეკომენდაციები მოამზადა, რომლის გათვალისწინებისკენ მოუწოდა ადამიანის უფლებათა კომიტეტს. კომიტეტმა აღნიშნული რეკომენდაციები არ გაითვალისწინა. ამის ნაცვლად კომიტეტმა კოდექსის პროექტში ახალი ცვლილებები შეიტანა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)