თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შესახებ კანონში განხორციელებულ ცვლილებებს აფასებს.
„ფორმალური შესაძლებლობის არსებობის მიუხედავად, დაინტერესებულ ჯგუფებს უშუალოდ კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართულობის შესაძლებლობა, არ ჰქონია. EMC-იმ ინიცირებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, პირველადი მოსაზრებები მიმდინარე წლის იანვარში გაუზიარა.
მოგვიანებით, 25 თებერვალს კი EMC-ის ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა, რომელიც მიზნად ისახავდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით ინიცირებული კანონპროექტის განხილვას სხვადასხვა ჯგუფთან, ძირითად საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებების შეჯერების მიზნით. სამწუხაროა, რომ დაინტერესებულ პირებს არ მიეცათ ძირითადი საკითხების განხილვის და დისკუსიის შესაძლებლობა კანონპროექტის ინიციატორი ორგანოს და პარლამენტის წარმომადგენლებთან", ნათვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge