თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აგრძელებს ორგანიზაციის მიერ „კავკასიის კვლევით რესურსების ცენტრისთვის" დაკვეთილი კვლევის შედეგების გამოქვეყნებას ბლოგპოსტების სახით.
„გამოკითხული მოქალაქეების დაახლოებით მეოთხედი ფიქრობს, რომ 2017 წელს არჩეული მერები და საკრებულოები მოქალაქეების ინტერესებს არ გამოხატავენ. 2 087 რესპოდენტის გამოკითხვა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” დაკვეთით, „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” 2019 წლის 20 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით ჩაატარა და მისი ცდომილება 2.3%-ს შეადგენს. რესპონდენტების მხოლოდ 33% მიიჩნევს, რომ მერი საქმიანობის დროს მოქალაქეთა ინტერესებს ეყრდნობა, საპირისპირო მოსაზრება აქვს გამოკითხულთა 25%-ს”, ნათქვამია ბლოგპოსტში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)