en
ge

შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება

თბილისი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საერთო კრება 21 მარტს გაიმართა. კრებაზე, რომელსაც 84 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, პრემიერ-მინისტრთან არსებულ საკოორდინაციო საბჭოში სამოქალაქო სექტორის წარმოამდგენლების არჩევის წესი განიხილებოდა. საერთო კრებაზე საბჭოში შშმ პირთა უფლებების დამცველების არჩევის კრიტერიუმზე მოხდა შეთანხმება. შშმ პირთა საკოორდინაციო საბჭო თავისი არსით  არის პრემიერ მინისტრის მრჩეველი სათათბირო ორგანო, რომელიც ხელს უწყობს საქართველოს სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის  ჩართულობით სახელმწიფოში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მის ეფექტურად განხორციელებასა და კოორდინაციას. საბჭოს მიზანია - მხარი დაუჭიროს იმ პოლიტიკის შემუშავებასა და პროგრამების განხორციელებას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ პირთა თანაბარი უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
წყარო:disability.ge 




სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)