თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ასოციაცია ჰერა ოცდაერთი" საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, „ბავშვის უფლებათა კოდექსის" პროექტის განხილვასა და შედეგად, დოკუმენტში შეტანილ ცვლილებებს ეხმიანება.
„ორგანიზაციას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები შეუსაბამოა ბავშვთა უფლებების საერთაშორისო სტანდარტებთან და საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას. კერძოდ, ბავშვთა კოდექსის პროექტში შეტანილი ცვლილება, რომელიც ითვალისწინებს სკოლებში სქესობრივი აღზრდის შესახებ განათლების მიღებას მხოლოდ მშობლის თანხმობით (მუხლი 35.4)", - აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ მოსაზრებაში, - „საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, განახორციელოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის მოსახლეობის და განვითარების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის (ICPD) სამოქმედო გეგმის, პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პროგრამის, ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC), საერთაშორისო პაქტის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა შესახებ (ICESCR),ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის (CEDAW) ფარგლებში".
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)