აჭარა. 12 აპრილს, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზებით ბათუმში მორიგი შეხვედრა – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ქალთა სექსუალური შევიწროება გაიმართა.
„შეხვედრა შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩატარდა, სადაც PHR-ის იურისტმა ანა თავხელიძემ აუდიტორიასთან განიხილა, თუ რა არის სექსუალური შევიწროება, რა შედეგებს იწვევს სექსუალური შევიწროება ადრესატში და როგორია სექსუალური შევიწროების დადასტურებისთვის საჭირო მტკიცებულებითი სტანდარტი? – მან, ასევე, აუდიტორიას გააცნო სექსუალური შევიწროების სახეები, ფორმები და დისკუსიის ნაწილში შეხვედრის მონაწილეების კითხვებს უპასუხა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: phrgeorgia.wordpress.com
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (ნოემბერი 2024 - იანვარი 2025)