თბილისი. 15 აპრილს, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) პროექტის - „ოჯახში ძალადობისა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა" - საბოლოო ანგარიში წარადგინა. „პროექტის მთავარი მიზანი იყო მსხვერპლთა სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების ჩართულობით სამართლებრივი დახმარება 7000-მდე მსხვერპლმა მიიღო, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია გაიარა 2500-მდე მსხვერპლმა, ხოლო პროფესიული განათლება მიიღო 71-მა ბენეფიციარმა. პროექტის ფარგლებში შემუშავდა მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამა, რომელიც დაინერგა პრობაციის სააგენტოსა და 2 პენიტენციურ დაწესებულებაში. საპილოტე 6 თვიანი პროგრამა წარმატებით განხორციელდა", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)