თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" აქვეყნებს ცოტნე ცხვედიანის და არზუ ბაირამობას სტატიას, სკოლამდელი განათლების გარეშე დარჩენილი ბავშვებისა და მათი მშობლების შესახებ.
„სკოლამდელი აღზრდის პრობლემა დღეს მთელს ქვეყანაში მწვავედ დგას, სახელმწიფო ბაღები აღსაზრდელებს ვერ იტევს, ბევრი მშობელი იძულებულია, შვილი კერძო ბაღში ატაროს. კერძო ბიზნესისთვის, ცხადია, პრიორიტეტულია ბაღები ქალაქის ცენტრში გახსნას, რეგიონებში კი უმარავი ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება. განსაკუთრებით რთული ვითარებაა ქვემო ქართლში, აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში - აქ სულ 4 ბაღი ფუნქციონირებს", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)