კახეთი. ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრებს და პროექტების შერჩევის კომისიის წარმომადგენლებს პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი ჩაურატდათ. ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს აუმაღლდათ ცოდნა და უნარები შემდეგი მიმართულებებით: სიტუაციური ანალიზის განხორციელება; ინტერვენციის მიზნების განსაზღვრა და სტრატეგიული მიმართულების იდენტიფიკაცია; პროექტის დიზაინი, პროექტის დაგეგმარება; სხვადასხვა დონის ინდიკატორების შემუშავება; რესურსების განაწილება, ბიუჯეტირება და პროექტის მონიტორინგი; ანგარიშგება და პროექტის დახურვა.
წყარო: enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)