სამცხე–ჯავახეთი. ადიგენის მუნიციპალიტეტის დაბა აბასთუნის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებმა, სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის ფარგლებში, დაგეგმეს და განახორციელეს კონფერენცია თემაზე „ დედამიწის და წყლის საათი", კლუბის წევრებმა ერთ კვირის განმავლობაში დაამუშავეს ინფორმაცია და თანატოლებს თემების სახით წარუდგინეს. თემებში აღნიშნული იყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გავუფრთხილდეთ დედამიწაზე არსებულ რესურსებს, რადგან ისინი გამოლევადია.
კონფერენციის მონაწილეებმა აღნიშნეს, რომ წყლისა და დედამიწის საათთან დაკავშირებით აქციების ერთ-ერთი მიზანი გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის განათლების დონის ამაღლებაა.