სამეგრელო. 16 აპრილს, ასოციაცია „ათინათში” ახალგაზრდული ცენტრის წევრების მონაწილეობით გაიმართა საჯარო გამოსვლის ხელოვნების კონკურსი თემაზე "ქალები ცვლილებებისთვის". კონკურსი შედგებოდა ორი ეტაპისგან, პირველ ეტაპზე მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა 3 წუთის განმავლობაში წარმოედგინათ წინასწარ მომზადებული სიტყვა. სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ, თიკო ბუკიამ და ლევან ბებიამ შეარჩიეს ოთხი სპიკერი, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავიდნენ და 10 წუთის განმავლობაში მოამზადეს სიტყვა თემაზე: დრო, რომელსაც ვერ ვმართავთ.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)