en
ge

ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხში პოზიტიური მშობლობის ფესტივალი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ლაგოდეხში პოზიტიური მშობლობის ფესტივალი გაიმართა

კახეთი. 100-ზე მეტი მონაწილე, მათი უმრავლესობა ბავშვები, მშობლები და მასწავლებლები, ისევე როგორც სპეციალურად მოწვეული სტუმრები დაესწრო „პოზიტიური მშობლობის ფესტივალს" სოფელ ლელიანში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. ფესტივალი ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა და მისი მიზანი იყო ჯანსაღი მშობლობის პრაქტიკის დამკვიდრების ხელშეწყობა, მშობლების და შვილების ერთობლივი სპორტული და გასართობი ღონისძიებების დემონსტრირების გზით, რაც ხელს უწყობს მათ დაახლოებას და და მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებას. პოზიტიური მშობლობის თემაზე ღონისძიებებისა და ტრენინგების ჩატარება ლელიანის ზრდასრულთა განათლების ცენტრის ინიციატივაა, რომელიც დაფინანსებისთვის შეირჩა ორგანიზაცია ‘ქეასა’ და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ, ევროკავშირის ENPARD-ის სოფლის განვითარების პროექტის ფარგლებში. ინიციატივა 2019 წლის იანვრიდან ხორციელდება და მოიცავს ტრენინგების სერიას მშობლებთან, მასწავლებლებთან და ბავშვებთან 6-დან 18 წლამდე. შეხვედრების მიზანია მშობლობის სწორი და ჯანსაღი პრაქტიკის დამკვირდრება. ტრენინგის მონაწილეებს ფსიქოლოგები აცნობენ ბავშვის განვითარების მთავარ ეტაპებს და კრიზისებს, და მათი დაძლევის მეთოდებს. ესაუბრებიან მათთის მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის კონფლიქტების თაობაზე, და მისი მოგვარების მშვიდობიან გზებზე. ინიციატივის ფარგლებში, მშობლებმა და ბავშვებმა ერთობლივად იმუშავეს ანიმაციური ფილმის შექმნაზე პოზიტიური მშობლობის თემაზე. 

სრულად...

წყარო: enpard.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)