თბილისი. რა არის უხამსობა? როგორ უნდა მოიქცეს ჟურნალისტი, როდესაც რესპონდენტი უცენზურო სიტყვებს იყენებს? და რა ხდება რეალურად ქართულ მედიაში ამ თვალსაზრისით, აღნიშნულ თემებზე „ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში" გამართული დისკუსიაზე იმსჯელეს. დისკუსიის განმავლობაში განიხილეს ყველა ასეთი შემთხვევა და იმსჯელეს, რამდენად შეიძლება უცენზურო გამონათქვამები უხამსობად ჩაითვალოს. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია კითხვამ, უნდა გაავრცელოს თუ არა მედიამ უცენზურო სიტყვები ან სიძულვილის შემცველი ფრაზები, როდესაც ამას საჯარო პირი ინტერვიუში იყენებს თუ უნდა გააკორექტიროს და დამალოს.
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" წარმომადგენელმა ვახუშტი მენაბდემ, დისკუსიის მონაწილეებს უხამსობის შესახებ სამართლებრივი კუთხით ესაუბრა. მან უხამსობის დეფინიციაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უხამსობაა განცხადება, რომელიც არ შეიცავს რაიმე კულტურულ, პოლიტიკურ, მხატვრულ ან სამეცნიერო ღირებულებას, უხეშად ლახავს საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და მიზნად ისახავს პირის პატივისა და ღირსების შელახვას.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში