თბილისი. „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC) აქვეყნებს სოციალური უფლებების ევროპულმა კომიტეტის (ECSR) 2018 წლის დოკუმენტს საქართველოს შესახებ. დოკუმენტი შეეხება ევროპის სოციალური ქარტიით (ESC) გათვალისწინებულ შრომით უფლებებთან (რატიფიცირებულ ნაწილებთან მიმართებით) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სამუშაო საათების გონივრულობა, უქმე დღეების ანაზღაურება, ყოველკვირეული დასვენების პერიოდი, ღამის სამუშაო, ქალი და მამაკაცი მუშაკების უფლება თანაბარი ღირებულების სამუშაოსათვის თანაბარი ანაზღაურების მიღებაზე, დასაქმების შეწყვეტის შესახებ გონივრული ვადით ადრე ინფორმირება, ორგანიზების უფლება, ერთობლივი კონსულტაციები, მოლაპარაკების პროცედურები, ინფორმაციისა და კონსულტაციის უფლება კოლექტიური გათავისუფლების პროცედურების შემთხვევებში, კოლექტიური მოქმედება.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)