თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მშრომელთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს ეხმაურება.
„1 მაისი მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც სიმბოლურად დასაქმებულების მიერ გაწეულ შრომის მნიშვნელობას და ღირსეული სამუშაო პირობების აუცილებლობას უსვამს ხაზს. ადამიანის მიერ შრომის თავისუფლების სრულყოფილი რეალიზაცია განაპირობებს კონკრეტული პირის თუ ქვეყნის სოციალურ კეთილდღეობას, თუმცა, საქართველოში ბოლო დროს განხორციელებული დადებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, შრომის თავისუფლების სათანადო დაცვის აუცილებლობა კვლავ არ არის სათანადოდ გააზრებული პოლიტიკის დონეზე", - აღნიშნულია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)