თბილისი. „კოალიცია თანასწორობისთვის" ირაკლი ოქრუაშვილის მიერ საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებებს ეხმიანება.
„კოალიცია თანასწორობისთვის" ეხმიანება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის 2019 წლის 25 და 30 აპრილს გაკეთებულ საჯარო განცხადებებს, რომელიც დავით გარეჯში წარმოქმნილ პრობლემასთან დაკვაშირებით, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის პოლიტიკურ ინსტრუმენტალიზებას და მარგინალიზებას უწყობს ხელს. მიუხედავად იმისა, რომ ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტიკური და სოციალური გავლენები დღეს არსებითად სუსტია, მისი რიტორიკა ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიმპტომატურად აჩვენებს დომინანტურ პოლიტიკასა და დისკურსს საქართველოს მოქალაქე ეთნიკური უმცირესობების მიმართ. ეს დიკურსი ხელს უწყობს მათ გაუცხოებას, სოციალურ დახარისხებას და მათი თემის გეოპოლიტიზებას", - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)