თბილისი. ტელეკომპანია „იმედიდან” გათავისუფლებული პროდიუსერის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” (TI) დაიცავს. ამის შესახებ ორგანიზაციამ უკვე განაცხადა.
„საერთაშორისო გაჭვირვალობა-საქართველო” უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედიდან” პროდიუსერის, მაია სტეფნაძის გათავისუფლების ფაქტს. ჟურნალისტის განცხადებით, ტელევიზიიდან სოციალურ ქსელ „ფეისბუკში” ხელისუფლების მიმართ გაკეთებული კრიტიკული მოსაზრებების გამო გაუშვეს", - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მაია სტეფნაძეს პროდუსერად მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. მის გადაცემებს საკმაოდ მაღალი რეიტინგი ჰქონდა, რის გამოც, „იმედის” ხელმძღვანელობამ გათავისუფლებამდე ერთი თვით ადრე წაახალისა და ანაზღაურება მოუმატა. ამ გარემოების გათვალისწინებით, გაუგებარია რა შეიძლებოდა ყოფილიყო მისი სამსახურიდან გაშვების სხვა საფუძველი".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)