თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის შედეგად, თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს, 25 000 ლარის ოდენობით, მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.
„ეს საქმე პირველია საქართველოში, რომელშიც სასამართლომ დაადგინა სახელმწიფოს ვალდებულება მოახდინოს თვითმკვლელობამდე მიყვანის, როგორ ფემიციდის ფორმის პრევენცია", - აღნიშნულია ინფორაციაში, - „საია-ს სარჩელის საფუძველზე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალური პროკურატურისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას იმის გამო, რომ მიუხედავად პოლიციისათვის არაერთგზის მიმართვისა ვერ მოხერხდა ოჯახში სისტემატური ძალადობისა და ქალის თვითმკვლელობამდე მიყვანის პრევენცია".
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)