კონფერენცია მედიაში ეთიკისა და პასუხისმგებლობის შესახებ თბილისი. პრესის საერთაშორისო დღესთან, 3 მაისთან დაკავშირებით, ევროკავშირის მხარდაჭერით, თბილისში გაიმართა კონფერენცია „მედიის ევროპული სტანდარტი - ეთიკა და პასუხისმგებლობა". კონფერენციაში, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია იყო, მონაწილეობა მიიღეს: საქართველოში აკრედიტებულმა დიპლოპატიური კორპუსის წარმომადგენლებმა, მედიის ქართველმა და ევროპელმა სპეციალისტებმა, აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მარეგულირებელი და თვითრეგულირების ორგანოების წარმომადგენლებმა.
წყარო: საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)