თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ეხმიანება 5 მაისს, დილით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაბარების ფაქტს.
„ჩვენთვის გაუგებარია შაბათს, დილით, დაკითხვამდე რამდენიმე საათით ადრე, რატომ მოსთხოვეს სუს-ის თანამშრომლებმა მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე მისვლა და რატომ არ დაიბარეს ის გონივრულ ვადაში, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატებთან სათანადო კომუნიკაციის გზით. ჩვენი მოთხოვნით, მალხაზ მაჩალიკაშვილის და მისი ნათესავის მოწმედ დაკითხვა გადაიდო 2019 წლის 7 მაისს, 11 საათისთვის”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)