თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" (TI) „ბავშვის უფლებათა კოდექსსა" და თანმდევ კანონებში შესატანი ცვლილებების პაკეტს ეხმიანება.
„საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა „ბავშვის უფლებათა კოდექსის" და თანმდევ კანონებში ცვლილებების პროექტები. ახალი კოდექსი მიზნად ისახავს სახელმწიფო პოლიტიკის, სისტემური მიდგომის ჩამოყალიბებას ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში. იქმნება ერთიანი საკანონმდებლო აქტი ბავშვის უფლებების შესახებ. ახალი კოდექსი ყველა სახელმწიფო ორგანოს, ფიზიკური და იურიდიული პირისთვის ბავშვთან მუშაობის წარმართვისას სახელმძღვანელო უნდა იყოს", - ვკითხულობთ TI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)