იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის წევრებისთვის ორგანიზება გაუკეთდა სასწავლო ვიზიტს ქუთაისის ცენტრალურ არქივში. აღნიშნული ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდული ცენტრის წევრებს გაეცნოთ ქუთაისის ცენტრალური არქივი, მისი ისტორია, არქივში დაცული დოკუმენტების დაარქივების წესები და სპეციფიკა. ახალგაზრდებმა მოინახულეს სამუშაო გარემო, საცავები, დაათალიერეს მე-19 საუკუნის მასალები, რომელიც დაცულია არქივში, ასევე ის უნიკალური დოკუმენტები, რომელიც მხოლოდ ქუთაისის ცენტრალურ არქივში ინახება. ცენტრის წევრები გაესაუბრებიან თანამშრომლებსა და არქივის მასალებზე მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლებს. სასწავლო ვიზიტი ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
წყარო: kedec.ge