en
ge

„მე და არჩევნები“

თბილისი. 20 ივნისს, „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური  ინსტიტუტის" ორგანიზებით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ახალგაზრდებთან შეხვედრა გაიმართა თემაზე „მე და არჩევნები". პროექტი ევროპის საბჭოს დაფინანსებით ხორციელდება და მისი მისი მიზანია საარჩევნო თემატიკაზე გაიმართოს შეხვედრები და დისკუსიები იმ ადამიანებთან, რომლებიც პირველად მიდიან არჩევნებზე. შეხვედრას უძღვებოდა „მშვიდობის დემოკრატიის და განვითარების კავკასიური  ინსტიტუტის"  თავმჯდომარე, გია ნოდია და „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის" გამგეობის თავმჯდომარე, კოტე კანდელაკი. შეხვედრაზე  ისაუბრეს იმაზე, თუ რატომაა არჩევნები მნიშვნელოვანი პროცესი დემოკრატიულ განვთარებისთვის,  საარჩევნო სისტემის თავისებურებებზე, საარჩევნო  პროცედურებსა და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა საკანონმდებლო ინიციატივებსა თუ ცვლილებებებზე.
„ის რომ ხალხის მიერ არჩეული ხელისუფალი არსებობს, არასაკმარისი პირობაა დემოკრატიისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ არასაკმარისი" – აღნიშნა შეხვედრაზე გია ნოდიამ. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებს დაურიგდათ ბროშურა „მე და არჩევნები".

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)