თბილისი. 12 მაისს, Civil Pitch-ის შერჩეულმა კანდიდატებმა საკუთარი პროექტები კინოინდუსტრიის საერთაშორისო პროფესიონალებს წარუდგინეს. ყოველწლიური პროექტს Civil Pitch „ღია საზოგადოების ფონდი" წელს მესამედ აფინანსებს. ეს არის პლატფორმა, რომელიც ქართველ რეჟისორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შემოქმედებითი თანამშრომლობისთვის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს.
"პროექტი კინორეჟისორებს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს ერთმანეთთან აკავშირებს და, კინოს მეშვეობით, საზოგადოების ყურადღებას მიმართავს იმ აქტუალური საკითხებისკენ, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, ჩრდილში რჩება. ეს, შეიძლება, იყოს ადამიანის უფლებების საკითხები და სოციალური სფერო”,- ამბობს არჩილ ხეთაგური, კინოფესტივალის დირექტორი.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)