თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტმა სოციალური მომსახურების სააგენტოდან
მიღებული საჯარო ინფორმაცია გამოაქვეყნა. „2013 წლის 1 იანვრიდან დირექტორის თანამდებობრივი სარგო შეადგენს
2 600 ლარს, რაც წლიურად 31 200 ლარს უტოლდება. შესაბამისად, სააგენტოს დირექტორმა
2012 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის 18 თებერვლის ჩათვლით ხელფასის ერთმაგი ოდენობის პრემია
აიღო. დირექტორის მოადგილეების შემთხვევაში თანამდებობრივი სარგო შეადგენს 2 400 ლარს,
რაც წელიწადში 28 800 ლარს აღწევს. მოადგილეები ხელფასზე გაცილებით მეტ პრემიებს იღებდნენ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე. ინფორმაციის
თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გამოაქვყენა ინფორმაცია ბიუჯეტის ბალანსის,
2012 წლის 1 იანვრიდან გაცემული პრემიების, ავტოპარკის ხარჯების, საშტატო ნუსხისა და
თანამდებობრივი სარგოს, თანამშრომლების განთავისუფლების, 10 დეკემბრის ანგარიშების
შესახებ.
წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ
ქსელში