თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED), შუალედური არჩევნების მოახლოების ფონზე, ზუგდიდში 14 მაისს მომხდარ ძალადობრივ ინციდენტსა და სავარაუდო საარჩევნო დანაშაულების შესახებ, მედიით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
„სამართლიანი არჩევნები" მიიჩნევს, რომ საარჩევნო კამპანიის პროცესში გამოვლენილი ნებისმიერი დანაშაულის ნიშნების შემცველი ქმედება, რომელიც მიმართულია ძალადობის, კამპანიის ჩაშლის, მედიის საქმიანობისათვის ხელის შეშლის, ამომრჩევლის მოსყიდვის ან მუქარისკენ, საფრთხეს უქმნის დემოკრატიული არჩევნების პროცესს, ხელყოფს ამომრჩეველთა ნების თავისუფალი გამოვლენის პრინციპს და შესაძლოა ხელი შეუშალოს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საარჩევნო უფლების რეალიზებას. ამდენად, აღნიშნული ქმედებები საჭიროებს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მყისიერ, ეფექტურ და დროულ რეაგირებას", - აღნიშნულია ISFED-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)