en
ge

„ახალი თაობა-2013“-ის დასკვნითი ტური გურჯაანში

კახეთი. 28 მარტს გურჯაანის კულტურის ცენტრში, "ახალი თაობა-2013"-ის დასკვნითი ტური გაიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობას მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ბაზაზე შექმნილი სამოქალაქო კლუბები იღებდნენ. მუნიციპალიტეტის სოფლების, კაჭრეთის, ველისციხის, შაშიანის და ქალაქ გურჯაანის საჯარო სკოლების გუნდები ერთმანეთს იუმორის, ცეკვის და სიმღერის ნიჭის გამოვლენაში ეჯიბრებოდნენ.
საბოლოო გამარჯვება გურჯაანის პირველი საჯარო სკოლის გუნდს ერგო, რომელსაც ღონისძიების სპონსორმა ტექნიკის მაღაზია "ბეკომ" საჩუქრად ფასიანი პრიზი გადასცა. 
გამარჯვებული ჯგუფის ერთ–ერთი ლიდერის, კემიკო ყალაბეგაშვილის თქმით, თამაში დაძაბულ ვითარებაში წარიმართა: ,,გუნდები, რომლების ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ღირსეული კონკურენცია გაგვიწიეს, თუმცა გამარჯვება ჩვენ გუნდს ხვდა წილად. ეს, ჩვენთვის სტიმულის მომცემია და ვფიქრობთ, რომ მსგავსი შეჯიბრებები ხშირად უნჯდა იმართებოდეს".



სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)